|
2023-03-09 01:16:35, 732 ნახვა
პოლიტიკა
პრაისი - კანონთან დაკავშირებით ქართველი ხალხის შეშფოთება სრულად სამართლიანია
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი აცხადებს რომ, საქართველოს მოქალაქეების შეშფოთება აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებით სრულად სამართლიანია. - "მხარს ვჭერთ ქართველ ხალხს და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა გაითვალისწინებს ქართველი ხალხის სურვილს, ამერიკა ყოველთვის მხარს უჭერს ხალხის მოთხოვნასა და გადაწყვეტილებებს, გამოხატონ თავიანთი უფლებები. ხალხს უფლება აქვს მშვიდობიანი პროტესტის ჩატარების და აზრის თავისუფალი გამოთქმის. ახალ კანონპროექტზე როგორც ჩვენ ასევე საქართველოს სხვა პარტნიორებმა ჩვენი აზრი უკვე დავაფიქსირეთ, ეს ის პარტნიორები არიან, რომლებიც საქართველოს, როგორც ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევაში ეხმარებიან. მიმდინარე პროცესებზე ბევრი ქვეყანა მწუხარებას გამოთქვამს, ჩვენი შეხედულებებით ადამიანების შეშფოთება კანონთან დაკავშირებით სრულად სამართლიანია", - თქვა ნედ პრაისმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)