|
2023-03-08 15:54:08, 771 ნახვა
პოლიტიკა
ჩიქოვანი - მტკნარი ტყუილია, როდესაც ხდება ჩვენი საზოგადოების დაბულინგება და შეცდომაში შეყვანა, თითქოს ვინმეს საქმიანობა შეიზღუდება
სიცრუეა, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელები საუბრობენ თითქოს იმაზე, რომ ვინმეს საქმიანობა ამით შეიზღუდება, ეს არის აბსოლუტური მტკნარი ტყუილი. კანონპროექტი რომელიც არის პირველი მოსმენით მიღებული, პრინციპების დონეზე, არის ორიენტირებული გამჭვირვალობაზე,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა. „გამჭვირვალობა გულისხმობს იმას, რომ სუბიექტები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული დაფინანსება, 20% - ზე მეტი, სხვა სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციის მხრიდან, ამას ასაჯაროვებენ და ეს არის ყველასათვის ხელმისაწვდომი და პროაქტიულად საჯარო. ეს არის ამ კანონის მიზანი.“- აღნიშნა ჩიქოვანმა. ჩიქოვანის თქმით, პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებული „ხალხის ძალის“ მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი ორიენტირებულია საჯაროობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზე. „როდესაც ხდება ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების, დაბულინგება და შეცდომაში შეყვანა თითქოს მათი სფერო იქნება ამით დაზარალებული და მათ სფეროს მოაკლდება რესურსები და ეს აღარ მისცემთ მათ საშუალებას წვდომა ჰქონდეთ რესურსებზე ეს არის სრული სიცრუე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)