18:18 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-03 14:52:39, 900 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე სპორტული ცენტრის მშენებლობის პროცესს გაეცნო

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოადგილეებთან ერთად ლადო ასათიანის ქუჩის #50-ში, სპორტული ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. 

პროექტის დასრულების შემდეგ, სპორტულ ცენტრში განთავსდება ფიტნეს დარბაზი, კრივის რინგი, საკალთბურთო მოედანი, საშხაპეები და გასახდელები. 

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება მოსახლეობის სურვილი იყო. 

„მთაწმინდის რაიონში, ლადო ასათიანის ქუჩაზე ვიმყოფებით, სადაც სპორტული ცენტრის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. აქ იყო სპორტული სკოლა, თუმცა, იმდენად ავარიული იყო, რომ შენობის აღდგენა ვერ მოხერხდა. ჩაუტარდა დემონტაჟი და ფაქტობრივად ახალი პროექტი ხორციელდება, სადაც ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ეს სივრცე გამოიყენონ სხვადასხვა სპორტული ღონისძიებისთვის და სავარჯიშოდ. აქ იქნება საკალათბურთო მოედანი, სატრენაჟორო სივრცე. ყველაფერი, რაც შეიძლებოდა ამ შენობაში მოწყობილიყო, პროექტის სახით ხორციელდება. ზაფხულისთვის სამშენებლო სამუშაოები დასრულებული იქნება,  ამის დაიწყება შიდა სარემონტო სამუშაოები და შესაბამისად აღიჭურვება. აღნიშნული სამუშაოები შემოდგომისთვის დასრულდება. მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ აღნიშნული სივრცე მოწესრიგებულიყო, ჩვენი დაპირება იყო და რა თქმა უნდა, დაპირებას ვასრულებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე.  

სპორტული ცენტრის მშენებლობა გასული წლის ივნისში დაიწყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics