|
2023-03-03 12:02:42, 769 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს სამხრეთ კავკასიის საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი ლუის ბონო ეწვევა
სამხრეთ კავკასიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მრჩეველი ლუის ბონო მომავალ კვირას საქართველოს ეწვევა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, ლუის ბონო გამართავს მოგზაურობა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში, სადაც მაღალჩინოსნებს შეხვდება. "ეს არის პირველი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ - რასაც ველოდებით, იქნება რეგულარული მოგზაურობა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში. ბ-ნი ბონო გეგმავს შეხვედრებს მაღალჩინოსნებთან, რათა მხარი დაუჭიროს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს და ჩვენი მდგრადი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. როგორც უკვე აღვნიშნე, ვიზიტის ფარგლებში ის სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას ეწვევა. ის ამ თანმიმდევრობით გაემგზავრება ბაქოში, ერევანში, თბილისშიც. სამივე ქალაქში, ლუის ბონო ხაზს გაუსვამს, რომ შეერთებული შტატები მზადაა ხელი შეუწყოს მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის ხელშეწყობას სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის", - განაცხადა ნედ პრაისმა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)