|
2023-03-03 03:07:11, 837 ნახვა
პოლიტიკა
USAID-ის ხელმძღვანელი პაუერი- მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას შემოთავაზებულ კანონებზე
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი Twitter-ზე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას შემოთავაზებულ კანონებზე. „საქართველოს მიერ შემოთავაზებული უცხოური აგენტების კანონები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს და ქართველების შესაძლებლობას, განახორციელონ საკუთარი ეკონომიკური, სოციალური და სხვა მისწრაფებები. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას ამ შემოთავაზებულ კანონებზე" - აცხადებს სამანტა პაუერი. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტი საკომიტეტო სხდომაზე „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავდა. არასამთავრობო სექტორმა და მედიის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოში აქცია გამართეს და სხდომაზე "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წევრები შეძახილებით შეაცილეს. სიტუაცია არა ერთხელ დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ანტიდასავლური მოძრაობის კანონპროექტის განხილვას აპროტესტებდნენ საქართველოს პარლამენტთანაც, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „ძირს რუსული მთავრობა!", „არა რუსულ კანონს". წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულ კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)