23:14 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-01 17:35:20, 1454 ნახვა

მსოფლიო
ფინეთის პარლამენტმა ქვეყნის ნატო-ში შესვლის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

ფინეთის პარლამენტმა ქვეყნის ნატო-ში შესვლის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ფინელმა კანონმდებლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას და მოახდინეს რატიფიცირება ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის გადაწყვეტილებას 184-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო 7 წინააღმდეგი იყო.

შეგახსენებთ, ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ განაცხადა, რომ ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების ბედი მხოლოდ თურქეთის ხელშია.

თავის მხრივ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი დადებითად უყურებს ფინეთის განაცხადს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, თუმცა მხარს არ უჭერს შვედეთის განაცხადს - ”ჩვენ არ გვაქვს პრობლემა ფინეთთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ შვედეთმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას”, - განაცხადა ერდოღანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics