|
2023-03-01 16:15:17, 1482 ნახვა
ეკონომიკა
ქვრივიშვილი- მაჩვენებლები, რაც ტურიზმის აღდგენაში ფიქსირდება, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ერთობლივი, სწორი მუშაობის შედეგია
ყოველთვის აქტიურად დავუჭერთ მხარს ისეთ ინიციატივას, რომელიც ემსახურება ჩვენი ტურიზმის სექტორში მოღვაწე კომპანიების დაფასებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც, კერძო სექტორის ინიციატივით, Welcome to Georgia-ს სახელწოდებით 2015 წლიდან იმართება და ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მოღვაწე ლიდერებს აერთიანებს. დაჯილდოების მერვე ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის სექტორს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის მაჩვენებლები, რაც ტურიზმში ფიქსირდება პანდემიის პერიოდის გავლის შემდეგ, სწორედ კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ერთობლივი, სწორი მუშაობის შედეგია. „ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა ტურიზმის სექტორს პანდემიის გამო და სასიხარულოა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძელით და ტურიზმის აღდგენის დინამიკა მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა. აღსანიშნია, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რვა პროცენტით გავაუმჯობესეთ იმასთან მიმართებაში, რაც გვქონდა 2019 წელს და მივიღეთ 3.5 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი. ეს, რა თქმა უნდა, არის ნამდვილად სწორი და ერთობლივი სამუშაო პროცესის შედეგი და მნიშვნელოვანია, კერძო სექტორს გადავუხადოთ მადლობა და კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის სასიკეთოდ" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)