|
2023-02-28 16:38:35, 3741 ნახვა
პოლიტიკა
კულება - საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს ნელ-ნელა კლავს
საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე უკრაინის ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით მწვავეა. ამასთან, მინისტრმა პირობა დადო, რომ აუცილებლად დაიცავს მის უფლებებს, ისივე როგორც იმ სხვა ადამიანების უფლებებს, რომლებსაც უკრაინის პასპორტები აქვთ. "საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, რაც უნდათ ის იფიქრონ, მაგრამ, ჩემთვის, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ის არის უკრაინის მოქალაქე და მე ვიბრძოლებ მისთვის",- განაცხადა კულებამ. გარდა ამისა, კულებამ საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, პროცესი უკვე ფინალურ ეტაპზეა, თუმცა როდის ჩავა დიპლომატი უშუალოდ საქართველოში, ეს უკვე პოლიტიკური საკითხია. "ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია. ჩვენ თითიც არ გაგვინძრევია, რომ ურთიერთობები გაგვეფუჭებინა საქართველოსთან. პირიქით, ჩვენ ბევრი ინვესტიცია ჩავდეთ მათთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის",- დასძინა კულებამ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)