02:24 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-25 12:05:34, 1735 ნახვა

კომენტარი
სამხარაძე ხოშტარიაზე - პარადოქსია, რომ რადაში სხდომაზე შეუშვეს ქალი, რომელიც მოსკოვის თეატრიდან “გაპრავებულად” კრემლის დაფინანსებას იღებს!

„აქ შეუძლია ლაკა ხოშტარიას ზოგიერთი თინეიჯერის დაბოლება, რომ ეს ნორმალურია და კრემლის ფულად არ ითვლება, მაგრამ დამიჯერეთ, უკრაინელებმა ძალიან კარგად იციან, რა არის რუსეთის დიდი თეატრი და როგორ ან ვინ აკონტროლებს მის მენეჯმენტს და თანხებს!“- წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე.

„პარადოქსია, რომ გუშინ უკრაინაში, ომის წლისთავზე, რადაში სხდომაზე შეუშვეს ქალი, რომელიც მოსკოვის მარიინსკის თეატრიდან “გაპრავებულად” კრემლის დაფინანსებას იღებს!  აქ შეუძლია ლაკა ხოშტარიას ზოგიერთი თინეიჯერის დაბოლება, რომ ეს ნორმალურია და კრემლის ფულად არ ითვლება, მაგრამ დამიჯერეთ, უკრაინელებმა ძალიან კარგად იციან, რა არის რუსეთის დიდი თეატრი და როგორ ან ვინ აკონტროლებს მის მენეჯმენტს და თანხებს! ესეც არ იკმარეს და კიევის ცენტრიდან, თბილისში შეკრებილი დევნილი უკრაინელი ქალბატონების და ვაჟკაცი ბიჭებისთვის, მიმართვა გააკეთებინეს! შეურაცხყოფა მიაყენეს ომში დაღუპულ გმირ მეომრებს, მათ ოჯახებს და სრულიად უკრაინულ საზოგადოებას!  ამ დროს, საქართველოში უკრაინის ელჩობის როლის შემსრულებელი,  stand-up comedy-ის  გამოსვლა რომ გეგონება, იდიოტური განცხადებებით, ოცნების დეპუტატებს ცილს წამებს და დეზინფორმაციებს ავრცელებს! რომ გაგიგოთ უკრაინელმა ხალხმა ლაკას ვოიაჟი, რას შვებით მერე?“- წერს სამხარაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics