|
2023-02-23 19:15:49, 950 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე პაპუაშვილს - აქციის არცერთი ორგანიზატორი ელენე ხოშტარიას გარდა, არ წასულა საქართველოდან
აქციის არცერთი ორგანიზატორი, არ წასულა საქართველოდან გარდა ელენე ხოშტარიასი, რომელმაც მას შემდეგ გადაწყვიტა უკრაინაში წასვლა, როცა ხელისუფლება დაიმალა და უარი თქვა უკრაინის შემოთავაზებულ კიევში ჩასვლის მოწვევაზე, - ასე გამოეხმაურა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე შალვა პაპუაშვილის განცხადებას რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი სოლიდარობის აქციის ორგანიზატორებს "პარაზიტები" უწოდა. მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის და შალვა პაპუაშვილის განცხადებები მიზანმიმართული დეზინფორმაციაა და 24 თებერვლის აქციასთან და მის ორგანიზატორებთან არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს. "აქციის არცერთი ორგანიზატორი, რომელთა რაოდენობა 100 ადამიანზე მეტია, არ წასულა საქართველოდან გარდა ელენე ხოშტარიასი, რომელმაც მას შემდეგ გადაწყვიტა უკრაინაში წასვლა, როცა ხელისუფლება დაიმალა და უარი თქვა უკრაინის შემოთავაზებულ კიევში ჩასვლის მოწვევაზე. შეგახსენებთ, შალვა პაპუაშვილმა, განაცხადა, რომ ორგანიზატორებმა, რომლებმაც 24 თებერვალს საქართველოში უკრაინის სოლიდარობის აქცია დაანონსეს, თავად უკრაინაში წავიდნენ და ამ ყოველივეს მან "პარაზიტობა" უწოდა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)