|
2023-02-21 19:56:44, 797 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - აგენტების შესახებ ამერიკულ ვარიანტს ჩვენი მხარდაჭერა ვერ ექნება
ამერიკულ ვარიანტს ასე პირდაპირ გადმოთარგმნილს და გადმოკოპირებულს ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება, - ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” დეპუტატი მამუკა მდინარაძე დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას. მისივე თქმით, ამერიკული კოპირებული ვარიანტის შემოტანა ინიციატივის სახით ვერ მიიღება, ვინაიდან მოცემული კანონპროექტი მკაცრი, ხისტი და შეუთავსებელია ადამაინის უფლებებთან. "წინასწარ, ძალიან მაღალი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკულ ვარიანტს ასე პირდაპირ გადმოთარგმნილს და გადმოკოპირებულს ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება. ამის გამო მართლაც იყო შეხვედრა და მათ დააფიქსირეს პრინციპების დონეზე პოზიცია თავისი, რომ სურდათ, ამერიკული კოპირებული ვარიანტის შემოტანა ინიციატივის სახით, ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ამ შემთხვევაში ვერ იქნებოდა ჩვენი მხარდაჭერა იმიტომ, რომ მართლაც ძალიან მკაცრია, ძალიან ხისტია, შეუთავსებელია ადამაინის უფლებებთან, პირდაპირ ვამბობ, ყოველგვარი გადაჭარბებისა და მორიდების გარეშე და ამდენად მკაცრი კანონმდებლობა ამ სფეროში, მე მგონია, რომ მართლაც დააზიანებს ენჯეო სექტორის ინტერესებს და ზოგად საზოგადოებრივ ინტერესებს. შეგახსენებთ, დიმიტრი ხუნდაძემ დღეს “აგენტების კანონზე”, ახალი, ალტერნატიული კანონპროექტის დარეგისტრირება დააანონსა, რომელიც ამერიკული კანონის ანალოგი იქნება.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)