|
2023-02-21 11:49:29, 696 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - დღეს დედაქალაქში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს ვხსნით
დღეს თბილისში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი გაიხსნება,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, აღნიშნული შტაბი ასევე იქნება თბილისის ცენტრალური ოფისიც. "დღეს ვხსნით დედაქალაქში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს, ბროსეს 6 ნომერში, რომელიც, პარალელურად იქნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ცენტრალური ოფისი და შესაბამისად, ჩვენ მომხრეებს, რომლებიც ასიათასობით არიან დედაქალაქში და ეს ყველა არჩევნებზე კარგად ჩანს ხოლმე, მობრძანდით ჩვენთან ოფისში, გაიარეთ რეგისტრაცია, გახდით თანამონაწილე გამარჯვების რუსულ ოცნებაზე",- განაცხადა ხაბეიშვილმა. ხაბეიშვილის თქმითვე, იმისთვის, რომ პარტია იყოს ძლიერი, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს, რომლის მთავარი ამოცანა იქნება, სწრაფად მოხდეს პარტიის რეორგანიზაცია და სტრუქტურულად გამართვა. გარდა ამისა, როგორც ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" ოფიციალურ Facebook გვერდზე დაიდება აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც მსურველები რეგისტრაციას შეძლებენ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)