|
2023-02-20 19:05:10, 821 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - კონტეინერით გამოგზავნილი სააკაშვილი სამეგობროდ არ მოდიოდა, გამოვრიცხავ, რომ კიევმა არ იცოდა სააკაშვილი რა მიზნით მიემართებოდა
ფაქტია, რომ კონტეინერით გამოგზავნილი სააკაშვილი სამეგობროდ არ მოდიოდა. მე გამოვრიცხავ იმას, რომ კიევმა არ იცოდა სააკაშვილი სად და რა მიზნით მიემართებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ უკრაინის მიწვევის საკითხზე განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფს უქმნის პირობას, რომ პოლიტიკური პოზიციები გაიმყაროს, აქედან გამომდინარე მას მიაჩნია, რომ კიევი პოზიციას არ შეიცვლის, რადგან მას სტრატეგიული ამოცანა გააჩნია. „ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ უკრაინისთვის ნებისმიერი ჩვენგანი არ წარმოადგენს ერთ პიროვნებას, რომელიც თავის პოზიციას ან თავისი ემოციების მიხედვით გამოხატავს მიდგომას, რომელიც ქვეყანას გააჩნია. ჩვენ საზოგადოებას წარმოვადგენთ, რომელსაც გარკვეული შეხედულებები აქვს ამასთან დაკავშირებით და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ. როდესაც კონკრეტული ქვეყანა, კონკრეტულ ცნობილ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ყველა პირობას უქმნის იმისთვის, რომ პოლიტიკურად პოზიციები გაიმაგროს, იყოს აქტიური და დაუპირისპირდეს ინტენსიურად კონკრეტულ ქვეყანას, რომელთანაც მოკავშირეობა უნდა გინდოდეს, აი ამ პერიოდში საკმაოდ სერიოზული თავშეკავება გამოიჩინა თბილისმა, როდესაც არ შეაფასა იქ გუბერნატორად დანიშვნა, იქ კონკრეტული ადამიანების, სისხლის სამართლის დამნაშავეების დაწინაურება და პოზიციებზე დაყენება. აქედან გამომდინარე ჩვენ არ ველოდებით, რომ კიევი პოზიციას შეიცვლის, რადგან მას სტრატეგიული ამოცანა გააჩნია. ფაქტია, რომ კონტეინერით გამოგზავნილი სააკაშვილი სამეგობროდ არ მოდიოდა. მე გამოვრიცხავ იმას, რომ კიევმა არ იცოდა სააკაშვილი სად და რა მიზნით მიემართებოდა. მტრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რომელიც ვაჟკაცურად და სტაბილურად გვერდში უდგას უკრაინელ ხალხს, ასეთი დამოკიდებულების გამოხატვა თბილისის მიმართ არის ცუდი საქციელი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)