|
2023-02-19 14:01:19, 1122 ნახვა
მსოფლიო
სირიის რეჟიმი აცხადებს, რომ დამასკოზე ისრაელის მხრიდან სარაკეტო თავდასხმას მოხდა
სირიის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ხუთი ადამიანი დაიღუპა დამასკოზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, რომელიც, მათი მტკიცებით, ისრაელმა კვირას ღამით განახორციელა. სამხედრო წყაროზე დაყრდნობით, სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ შუაღამის შემდეგ ისრაელმა საჰაერო დარტყმები განახორციელა დედაქალაქის რამდენიმე რაიონზე, რის შედეგადაც დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი სამხედრო. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია ქალაქის კიდევ 15 მცხოვრები. სარაკეტო დარტყმამ დააზიანა რამდენიმე შენობა კაფრ სოუზას მჭიდროდ დასახლებულ უბანში უმაიადის მეჩეთის მახლობლად, რომელიც დამასკოს ისტორიულ ცენტრში მდებარეობს. ამ ტერიტორიაზე არის სპეცსამსახურების დიდი, კარგად დაცული კომპლექსი. უშიშროების ძალების მრავალსართულიანი შენობები განთავსებულია საცხოვრებელი უბნის შუაგულში, აღნიშნავს Reuters. ისრაელის სამხედროებმა უარი განაცხადეს თავდასხმის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე, როდესაც Reuters-მა დაუკავშირდა. ისრაელი ხშირად უტევს ობიექტებს სირიაში, რომლებიც დაკავშირებულია ირანთან და ჰეზბოლას მებრძოლებთან, მაგრამ იშვიათად აღიარებს მის ქმედებებს. კვირას თავდასხმა პირველი იყო მას შემდეგ, რაც 12 დღის წინ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ და მეზობელ თურქეთში დამანგრეველი 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)