|
2023-02-17 20:05:19, 1655 ნახვა
ომი უკრაინაში
შოლცი - ყველაზე მნიშვნელოვანია ყველამ ერთად ვთქვათ, რომ უკრაინას დავეხმარებით იქამდე, ვიდრე ამის საჭიროება იქნება
ბევრი ადამიანი იტანჯება უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედებების გამო და ამ სიტუაციაში უკრაინას უნდა გავუწიოთ მაქსიმალური დახმარება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა ცალსახად განაცხადონ, რომ უკრაინას დახმარებას გაუწევენ იქამდე, სანამ ამის საჭიროება იარსებებს, ხოლო გერმანია თავის მხრივ მზად არის ყოველთვის იდგეს უკრაინის გვერდით. „მე ვფიქრობ, რომ მიმდინარე ომი სასტიკი და რუსეთის იმპერიალისტური მიდგომაა დაიპყროს მთელი უკრაინა ან მისი დიდი ნაწილი მაინც. ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედებების გამო და ამ სიტუაციაში უკრაინას უნდა გავუწიოთ მაქსიმალური დახმარება. გერმანიამ ამიტომაც გაზარდა უკრაინის დახმარება და ახლა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანია უკრაინისთვის იარაღის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია ჩვენი კონტინენტის მასშტაბით და ეს დახმარება გაგრძელდება. ჭკვიანურია, თუ მოვემზადებით გრძელვადიანი პერიოდისთვის. ჭკვიანურია, თუ პუტინისთვის ჩვენი გზავნილი იქნება შემდეგი - ჩვენ ვართ მზად ყოველთვის ვიდგეთ უკრაინის გვერდით. ვფიქრობ, არ არის კარგი იდეა, რომ ამ სცენაზე და ამ კონფერენციაზე ჩვენ განვიხილოთ, თუ ზუსტად როდის, რომელ თვეს და რა რიცხვში დასრულდება ომი. ყველაზე მნიშვნელოვანია ყველამ ერთად ვთქვათ, რომ უკრაინას დავეხმარებით იქამდე, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ პუტინს არ ეგონა და ვერც ვერასდროს იფიქრებდა, რომ ევროპა ერთიანი იქნებოდა და არც ის ეგონა, რომ უკრაინას მსოფლიო გვერდით დაუდგებოდა და დახმარება იქნებოდა ისეთი, რაც დღეს გვაქვს. არც იმას იფიქრებდა, რომ გაეროში უმრავლესობა აგრესიის ომს უწოდებდა რუსეთის ქმედებებს და „დიდი ოცეული“ იტყოდა, რომ ამ ომში ბირთვული იარაღის გამოყენება არ უნდა მოხდეს. ჩვენი ამოცანა და მისიაა, ამ გზავნილების ერთგული ვიყოთ. მე ვარ დარწმუნებული, რომ ეს ერთობა შენარჩუნდება“, - განაცხადა შოლცმა.
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)