12:00 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-16 17:15:12, 1558 ნახვა

ომი უკრაინაში
სლოვაკეთის პარლამენტმა რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა

სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნულმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაგმო რუსული აგრესია და გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

სლოვაკეთის პარლამენტმა ხუთშაბათს მიღებულ რეზოლუციაში დაგმო რუსეთის ფართო თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის, სამოქალაქო ობიექტებზე და მთავარ ენერგეტიკულ სტრუქტურაზე.

რეზოლუცია ასევე აღიარებს რუსეთის ამჟამინდელ რეჟიმს ტერორისტულ, ხოლო რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. 

დეპუტატებმა ასევე დაგმეს რუსეთის პირდაპირი და ირიბი მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. რეზოლუცია არ აღიარებს უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ჩატარებულ რეფერენდუმს და ხაზს უსვამს, რომ ეს ტერიტორიები რჩება უკრაინის შემადგენლობაში.

პარლამენტმა ასევე მხარი დაუჭირა ომის დანაშაულების გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას. 

ამასთან, დოკუმენტი გმობს ჰიბრიდულ ომს, რომელსაც რუსეთი სლოვაკეთის ტერიტორიაზე აწარმოებს. რეზოლუცია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სადაზვერვო სამსახურებს და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს, მიიღონ ქმედითი ზომები სლოვაკეთში უსაფრთხოებისა და დემოკრატიის შესანარჩუნებლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics