23:13 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-15 16:01:45, 1101 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო - ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის მოსაწყობად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის მოსაწყობად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ დელეგაციამ, პირველადი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა, რომელიც კლინიკის ინფრასტრუქტურული მოწყობისა და საჭირო ადამიანური რესურსის მიმართულებით კონსულტაციებს მოიცავს. საუბარია კლინიკის დაგეგმარებასა და დიზაინზე, ასევე პალატებისა და ოთახების მოწყობის სტანდარტებზე.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, „იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენლების მიერ მომზადებული დოკუმენტის გათვალისწინებით, ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი იქნება ახალი პედიატრიული კლინიკის ნაწილი, სადაც სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი ერთ სივრცეში განთავსდება. საუბარია, როგორც დიაგნოსტიკურ, ისე სამკურნალო მიმართულებებზე. პირველადი სამოქმედო გეგმის შემუშავებამდე, „იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ დელეგაცია ორდღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა. სპეციალისტები ქვეყანაში არსებულ ინფრასტრუქტურულ, კლინიკურ და საგანმანათლებლო ბაზას გაეცნენ.

ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის მშენებლობის ინიციატივის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში განაცხადა. შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებმაც გამოცდილების გაზიარების მიზნით შეხვედრები ისრაელში, წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში გამართეს. დაგეგმილია ვიზიტები ევროპის ქვეყნებშიც, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფი, ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით არსებულ პრაქტიკას გაეცნობა.



 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
„საქართველო პირველ რიგში“ ოპოზიციას ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას ურჩევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics