|
2023-02-12 14:01:59, 882 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა და თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში შრომის ინსპექციის ოფისი გახსნეს
ბათუმში, შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონული ოფისი გაიხსნა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ფილიალი, მოქალაქეებს, შრომითი უფლებების დაცვის, ასევე საჭირო პროცედურების განხორციელების მიმართულებით გაუწევს კონსულტაციებს. საოფისე ფართი, შრომის ინსპექციას აჭარის მთავრობამ გადასცა. "როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, შრომის ინსპექციის გაძლიერება და მოქალაქეების შრომითი უფლებების დაცვა უწყების ერთ- ერთი პრიორიტეტია. ზურაბ აზარაშვილმა ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონულ ოფისში, 12 ინსპექტორია დასაქმებული, რომლებიც ადგილობრივებს როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე უფლებების დაცვის მიმართულებით გაუწევენ დახმარებას. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა კი, ყველა სახის დარღვევაზე, დროულ რეაგირებას და პრევენციის მიზნით, საჭირო ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებას უზრუნველყოფს. შრომის ინსპექციის სამსახურის ბათუმის ოფისის გახსნას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე ესწრებოდნენ", - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)