|
2023-02-11 15:13:22, 1382 ნახვა
პოლიტიკა
შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება
„თავისუფლება მიშას“ - ამ მოწოდებით შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია მიმდინარეობს, სადაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, აქტივისტები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქციებზე შეკრებილები მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ. "გაჭირვება, რომელიც გაწუხებთ, სამსახურებში, სახლში 300-500 ლარად, რომ მუშაობთ, დიახ, ეს პირდაპირ კავშირშა პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლესთან. დიახ, ეს პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან. დიახ, თუ პრეზიდენტს მოკლავენ ჩვენ ევოკავშირში არავინ არ მიგვიღებს. ევროკავშირი ნიშნავს, პენსიონერის ნორმალურ სიბერეს, იმას, რომ ევროკავშირში ნორმალური პენსია 800 ევროა, იმას, რომ სამუშაო ადგილებზე სადაც თქვენ, 500-600 ლარად მუშაობთ, ევროკავშირის ქვეყნებში გარბიხართ და თქვენი ოჯახის წევრები გარბიან, აქ იმუშავებთ და აქ იქნება ეკონომიკური დოვლათი და აქ გექნებათ შემოსავალი მინიმუმ 1000 ევრო. საუბარია იმაზეც, რომ ჩვენს ქვეყანაში მინიმალური ხელფასი უნდა იყოს 3000-4000 ლარი და არ ის გროშები, რაზეც გამუშავებენ კერძო სექტორშიც და მათ შორის, საჯარო სამსახურშიც. დიახ, პროტესტი უკავშირდება ჩვენი ქვეყნის რუსეთისკენ, რომ მიყავს რუს ოლიგარქს და 2 დღის წინ გვაცნობეს, რომ თურმე რუსეთი იგებს ომს, ომს იგებს უკრაინა და ამას აუცილებლად გააკეთებს მთელი ცივილიზებული სამყარო, ჩვენ ქართველ მეომრებთან ერთად",- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. აღსანიშნავია, რომ გუშინ, 10 თებერვალს ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი აქციები სამტრედიაში, საგარეჯოსა და ასპინძაში გაიმართა. რეგიონებში გასვლამდე "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" აქციები დედაქალაქში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან, მთავრობის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროსთან გამართა. ენმ-მა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ 6 თებერვალს მიიღო.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)