|
2023-02-10 14:34:46, 2043 ნახვა
ომი უკრაინაში
ზალუჟნი - რუსულმა რაკეტებმა მოლდოვისა და რუმინეთის საზღვრები გადაკვეთეს
ორმა რუსულმა რაკეტამ მოლდოვისა და NATO-ს წევრი - რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა,- ამის შესახებ უკრაინული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ჟალუზნიმ განაცხადა. ზალუჟნის თქმით, რაკეტები შავი ზღვიდან იყო გაშვებული. "დღეს, 10 თებერვალს, 10:18 საათზე, ორმა რუსულმა კალიბრის საკრუიზო რაკეტამ გადაკვეთა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი მოლდოვას რესპუბლიკასთან. დაახლოებით 10:33 საათზე ამ რაკეტებმა გადაკვეთა რუმინეთის საჰაერო სივრცე და რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდნენ, რის შემდეგაც უკრაინის ტერიტორიაზე, ამ სამი ქვეყნის საზღვრების გადაკვეთის ადგილას დაბრუნდნენ",- წერს ზალუჟნი. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის მიმართულებით ირანული კამიკაძე დრონები გაუშვეს. უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)