20:38 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-08 17:24:26, 1046 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობა გლობალურად აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მუშაობა უმაღლეს დონეზე შეფასდა. ხარისხის გარე შეფასება საერთაშორისო, დამოუკიდებელმა და მაღალკვალიფიციურმა ბრიტანელმა ექსპერტმა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეფასებაში აღნიშნულია, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტი ზოგადად შეესაბამება შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს. მიღებული შეფასება სამსაფეხურიანი შკალიდან უმაღლესია, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობა სრულიად აკმაყოფილებს გლობალურად აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებს. 

"ექსპერტის მიერ ხაზი გაესვა შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და მიღწეული შედეგების გათვალისწინებით შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა მიიღო შეთავაზება CMIIA-ს კვალიფიკაციის მინიჭებაზე. 

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის დანერგვის შემდგომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი პირველია, ვინც მსგავსი დონის საერთაშორისო შეფასება მიიღო. მანამდე უმაღლესი შეფასება მიღებული აქვს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics