|
2023-02-08 13:38:12, 1316 ნახვა
საზოგადოება
კონკურსის „შემოქმედებითი თბილისი“ პირველი ეტაპისთვის განცხადებების მიღება დაიწყო
თბილისის მერიის მიერ დაარსებული კონკურსის - „შემოქმედებითი თბილისი“ პირველი ეტაპისთვის განაცხადების მიღება დაიწყო. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, განაცხადების წარდგენა შესაძლებელია სამი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება, დიზაინი და რეწვა. მისივე თქმით, განაცხადების წარდგენა 27 თებერვლის ჩათვლით არის შესაძლებელი. „რაც შეეხება მედია არტის მიმართულებას - აქ განაცხადების მიღება ოდნავ შეცვლილი მოთხოვნებით, მოგვიანებით იგეგმება, რის შესახებაც აუცილებლად გაცნობებთ. დამატებითი ინფორმაციის მიღებას და განაცხადების ატვირთვას მსურველები შეძლებენ კონკურსის ვებგვერდზე www.culture.tbilisi.gov.ge. აღსანიშნავია, რომ 3 წლის განმავლობაში, რაც კონკურსი არსებობს, შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვადასხვა სფეროში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი დაფინანსდა“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა თავის მოადგილეს, ანდრია ბასილაიას დაავალა, მთავრობის სხდომის შემდეგ კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას და მონაწილეობის მსურველებს მიაწოდოს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)