|
2023-02-07 23:54:02, 1136 ნახვა
პოლიტიკა
კობა ნაყოფია „ნაციონალური მოძრაობის“ ახლადარჩეულ პოლიტსაბჭოსაც ტოვებს
კობა ნაყოფია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახლადარჩეულ პოლიტსაბჭოსაც ტოვებს. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში თავად განაცხადა. მისივე თქმით, ის არ იქნება იმ პოლიტიკურ საბჭოში, საიდანაც ენმ-ს დამფუძნებელი ზურაბ მელიქიშვილი, გიორგი პატარაია და სხვები გააგდეს. "მინდა გითხრათ, რომ პოლიტსაბჭო, რომელიც არსებობდა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში", არჩეული იყო ბოლო ყრილობაზე, რომელსაც ესწრებოდა 10 ათასამდე ადამიანი და 10 ათასი ადამიანის მიერ არჩეული პოლიტსაბჭო 300-კაციანი ყრილობით ჩვეულებრივად გადაირჩიეს რაც მე ძალიან მაშფოთებს და მაწუხებს... მერე რატომღაც მეც აღმოვჩნდი ამ პოლიტსაბჭოში პარლამენტის კვოტით. ამ კვოტით არ ვისარგებლებ და მე მაგ პოლიტსაბჭოში ნამდვილად არ შევალ. არ შევალ იმ პოლიტსაბჭოში, რომლიდანაც გააგდეს გიორგი პატარაია, ენმ-ის დამფუძნებელი ზურაბ მელიქიშვილი, ხათუნა ოჩიაური და ა.შ." - განაცხადა კობა ნაყოფიამ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)