23:51 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-06 17:29:06, 753 ნახვა

საზოგადოება
სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, საქართველოდან თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ასევე გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა. 

"თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებზე რეაგირების სამუშაოებში ჩართვის მიზნით საქართველოდან გაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზიდან - 60 მეხანძრე-მაშველი, ასევე შესაბამისი სამაშველო აღჭურვილობა და ტექნიკა.

ქართველი მეხანძრე-მაშველების ჯგუფი, რომელიც თურქეთში გაემგზავრა, დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით.

ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობის კოორდინაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი პირადად ხელმძღვანელობს.

დღესვე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, სულეიმან სოილუს, სამინისტროს სახელით, სამძიმრის წერილი გაუგზავნა და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა", - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics