23:50 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-06 14:09:33, 738 ნახვა

საზოგადოება
მერია - დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები გაიწმინდა და ტექნიკური მარილი დაიყარა

დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. თბილისის მერიის ცნობით, ამ დროისათვის, დაახლოებით, 110 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, ახალდაბაში, სამადლოში, წყნეთში, მუხათგვერდში, წავკისსა და ბეთანიაში. 

სამუშაოებს ადგილზე გაეცნო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია.

„პირველ რიგში იწმინდება ცენტრალური გზები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება. ამ ეტაპზე, შეფერხებები ძირითადად, არ გვაქვს. ინფორმაციას კონკრეტული პრობლემური ადგილების შესახებ საპატრულო პოლიციისა და ცხელი ხაზის საშუალებით ვიღებთ. სამუშაოები გაგრძელდება საჭიროებისამებრ“, - განაცხადა დავით ფაჩულიამ.

„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა მძღოლებს ზამთრის საბურავების გამოყენებისკენ მოუწოდა. 
გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია „თბილსერვის ჯგუფის“ 100-მდე თანამშრომელი და 40 ერთეული სპეციალური  ტექნიკა. გზის გაწმენდის პროცესი საჭიროებისამებრ გაგრძელდება. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ როგორც „თბილსერვის ჯგუფის“, ისე თბილისის მერიის ცხელ ხაზს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics