15:23 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-06 09:45:45, 1828 ნახვა

ომი უკრაინაში
FT - რუსეთი უახლოეს 10 დღეში ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყებას გეგმავს

რუსეთი უახლოესი 10 დღის განმავლობაში ახალი ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი უკრაინის შეიარაღებული ძალებზე დაყრდნობით იტყობინება. 

FT-ის ცნობით, კიევმა მიიღო "ძალიან სანდო სადაზვერვო მონაცემები" რუსეთის ფედერაციის ახალი შეტევის შესახებ.

გამოცემა რუსეთის ახალ შეტევას მთელი დონბასის ოკუპაციის მცდელობას უწოდებს. გავრცელებულია ინფორმაცია, რომ რუსული არმიის შეტევა შესაძლოა ქალაქ კრემენაიასა და ლიმანის რაიონებში დაიწყოს, სადაც ოკუპანტები რამდენიმე კვირაა დიდ ძალების მობილიზებას ახდენენ. 

გარდა ამისა, FT აღნიშნავს, რომ კრემლი ჯარებს დონეცკის რეგიონის სამხრეთით აგროვებს და დამატებითი ძალები მარიუპოლის მიმდებარე დასახლებებში გადაჰყავს.

გამოცემა წერს, რომ ოკუპანტები შეტევის დაწყებას აპირებს მანამ, სანამ უკრაინა დასავლურ ტანკებსა და იარაღს მიიღებს.

UAF-ის ანონიმურმა მრჩეველმა ასევე განუცხადა FT-ს, რომ რუსეთის შეტევას, სავარაუდოდ, ელიტარული ქვედანაყოფები უხელმძღვანელებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics