|
2023-02-06 09:22:03, 1795 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორელი - ევროკავშირიდან უკრაინაში ჯარების გაგზავნა დღის წესრიგში არასოდეს ყოფილა
ევროკავშირიდან უკრაინაში ჯარების გაგზავნა დღის წესრიგში არასოდეს ყოფილა,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა El Pais-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ევროპის ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები ჩართულნი არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროების მომზადებაში. „ტანკებისთვის საჭიროა გაწვრთნილი ეკიპაჟი. ევროკავშირის სამხედრო მისიის ფარგლებში უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნა პოლონეთსა და გერმანიაში უკვე დაიწყო. ეს არ ჰგავს მანქანის მართვის სწავლას, ეს მოითხოვს სპეციალიზებული სწავლების კვირებს",- განაცხადა ბორელმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ჯოზეფ ბორელმა უკრაინაში საომარ მოქმედებებში ევროპული ჯარების მონაწილეობის შესაძლებლობა გამორიცხა. მისივე თქმით, ევროკავშირი არ არის კონფლიქტის მხარე.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)