|
2023-02-03 18:08:21, 1003 ნახვა
საზოგადოება
შსს მოქალაქეებს, რეგიონებში არსებული დიდთოვლობის გამო, გზებზე ზამთრისთვის განკუთვნილი საბურავებით მოძრაობისკენ მოუწოდებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, მოქალაქეებს მოუწოდებს, რეგიონებში არსებული დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო, გზებზე ზამთრისთვის განკუთვნილი შესაბამისი საბურავებით იმოძრაონ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები. განცხადების მიხედვით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით, გადაადგილება შესაძლებელია ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის. მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიზნით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ავტოტრანსპორტის გადაადგილებას არეგულირებენ. გარდა ამისა, დაბა წაღვერიდან ბაკურიანი-ცემის მიმართულებით, ზაფხულის საბურავების აღმოჩენის შემთხვევაში ავტომობილის მძღოლებს არ მიეცემათ საშუალება გადაადგილდნენ ზემოთ აღნიშნული მიმართულებით. "საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მონიტორინგს უწევენ ავტომობილების ზამთრის საბურავებით გადაადგილებას დაბა წაღვერიდან ბაკურიანი-ცემის მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)