12:50 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-02 13:50:13, 802 ნახვა

პოლიტიკა
ფოტიგა - მიხეილ სააკაშვილი კვდება ციხეში, ამას გავლენა ექნება საქართველოს ევროპულ მომავალზე

მიხეილ სააკაშვილი კვდება ციხეში და ამას გავლენა ექნება საქართველოს ევროპულ მომავალზე,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფოტიგას თქმით, სააკაშვილს არ ექცევიან ისე, როგორც სხვა მოქალაქეებს.

„რამდენიმე წლის წინ, ვლადიმერ პუტინმა აღწერა, რას გაუკეთებდა სააკაშვილს, იმ დროინდელ პრეზიდენტს საქართველოსი. როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი, ის ერთგულია თავის ქვეყნის და უნდოდა რომ ყოფილიყო საქართველოში. მას ისე არ ექცევიან, როგორც სხვა მოქალაქეებს. მე მიმმართავ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლონ სააკაშვილი და მისცენ საშუალება იმკურნალოს საზღვარგარეთ. ის კვდება ციხეში და ამას გავლენა ექნება საქართველოს ევროპულ მომავალზე",- განაცხადა ფოტიგამ.

ცნობისთვის, დებატები ევროპარლამენტარ ანნა ფოტიგას ინიციატივით ტარდება.

1-ელ თებერვალს, სხდომაზე ფოტიგამ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის შესახებ ყველა ინფორმირებულია. მის წინადადებას მხარი კენჭისყრაზე დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics