|
2023-02-02 13:35:08, 805 ნახვა
პოლიტიკა
აუსტრევიჩიუსი - მივმართავ საქართველოს მთავრობას, გააკეთოს ყველაფერი სააკაშვილის გადასარჩენად, შეინარჩუნოს პროევროპული სახე
მივმართავ საქართველოს მთავრობას, გააკეთოს ყველაფერი სააკაშვილის გადასარჩენად, შეინარჩუნოს პროევროპული სახე,- ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩიუსმა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებზე განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელი საქართველოს მთავრობა იბრალებს, რომ არის პროევროპული და ამავდროულად უპირისპირდება დასავლეთს. „ძვირფასო კოლეგებო, დღევანდელი საქართველოს მთავრობა იბრალებს, რომ არის პროევროპული და ამავდროულად უპირისპირდება დასავლეთს, ამავდროულად საზოგადოება საქართველოში არის პოლარიზებული. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა გააკეთა ძალიან ბევრი საქართველოსთვის, მან ჩაატარა რეფორმები და შეცვალა საქართველო. ის რაც ხდება დღეს, ეს არის შურისძიება წარსულზე, თუ მიზანმიმართული ქმედება?! მე მივმართავ საქართველოს მთავრობას, რომ მოიმოქმედოს ყველაფერი, რათა გადაარჩინოს მისი სიცოცხლე და შეინარჩუნოს პროევროპული სახე",- განაცხადა აუსტერვიჩუსმა. ცნობისთვის, დებატები ევროპარლამენტარ ანნა ფოტიგას ინიციატივით ტარდება. 1-ელ თებერვალს, სხდომაზე ფოტიგამ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის შესახებ ყველა ინფორმირებულია. მის წინადადებას მხარი კენჭისყრაზე დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა.
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)