03:42 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-31 11:38:23, 1264 ნახვა

მსოფლიო
პაკისტანში, მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა

პაკისტანში, ქალაქ ფეშავარში მდებარე ერთ-ერთ მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ამ დროისთვის კლინიკებში 100-ზე მეტი დაშავებულია გადაყვანილი, შემთხვევის ადგილზე კი, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა დაგმო მომხდარი და ქვეყანაში გლოვა გამოაცხადა.

„ტერორისტებს სურთ, შეაშინონ ისინი, ვინც პაკისტანს იცავს", - განაცხადა შარიფმა.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ ფეშავარში მდებარე ერთ-ერთ მეჩეთში აფეთქება გუშინ, 30 იანვარს მოხდა.

ქვეყნის სპეცსამსახურების ინფორმაციით, მეჩეთში ლოცვის დროს თავი, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. პაკისტანის "თალიბანმა" ფეშავარში მომხდარ თავდასხმასთან კავშირი უარყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics