|
2023-01-31 10:12:36, 1180 ნახვა
პოლიტიკა
მარკ ფეიგინი - საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის, ამიტომ ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ
საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის, ამიტომ ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ,- ამის შესახებ რუსმა ბლოგერმა და უფლებადამცველმა, მარკ ფეიგინმა განაცხადა. ფეიგინის თქმით, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება ამ მოთხოვნაზე არ რეაგირებს, სხვა ტაქტიკას მიმართავენ, რომელიც ოფიციალური თბილისისთვის უფრო მტკივნეული იქნება. ამასთან, მის გეგმასთან დაკავშირებით უფორ მეტი დეტალი, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. "საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ. ვიმოქმედებთ მათზე ვინც იღებს გადაწყვეტილებებს დასავლეთში, მათ შორის სანქციებზე, ასევე პოლიტიკურ ზეწოლაზე. მათზე ვისაც საქართველო ჯერჯერობით მოკავშირედ თვლის. მოვამზადებთ ახალ აქციას. მოვიკრებთ ძალებს და ზემოქმედება იქნება საკმაოდ მტკივნეული, რადგან საქართველოს ხელისუფლება ამ დრომდე არ რეაგირებს. ეს ძალიან ცუდია. 190 სანტიმეტრიანი ადამიანი იწონის 69 კილოგრამს - დააკვირდით შეფარდებას. ასე რომ შევათანხმებთ, მოვემზადებით და ვეცდებით გავაგებინოთ ახლა უკვე აშშ-ის და ევროპის, მათ შორის იმ საფრანგეთის ლიდერებს - რომლის მოქალაქეობაც ქალბატონ ზურაბიშვილს ჰქონდა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის მზად ჰუმანიტარული აქციისთვის, რომ სააკაშვილი სხვა ქვეყანაში მკურნალობის მიზნით გაათავისუფლოს",- განაცხადა ფეიგინმა. ცნობისთვის, მარკ ფეიგინის ინიციატივით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენისა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოწოდებით აქციები გაიმართა.
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
საქართველოს მოქალაქე დაუსწრებლად გაასამართლეს უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)