|
2023-01-30 12:27:32, 1306 ნახვა
პოლიტიკა
პოლიტიკაზე ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა - ნონა მამულაშვილი ენმ-ის არჩევნებზე
არჩევნების შედეგები არ მაძლევს იმედის საფუძველს, რომ დაიწყება ისეთი პროცესი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება,- ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატმა ნონა მამულაშვილმა, პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნების შედეგები. მისი თქმით, ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა პოლიტიკაზე გაიმარჯვა. "ვულოცავ ლევანს გამარჯვებას! დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და დიდი მადლობა მათ, ვინც მე დამიჭირა მხარი. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არჩევნების შედეგები არ მაძლევს იმედის საფუძველს, რომ დაიწყება ისეთი პროცესი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო გარემომ აჩვენა... ლევანს ბევრ წარმატებას ვუსურვებ, პრობლემა ახლა ის არ არის. პრობლემა ისაა, რომ დიდ სურათში - ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე. მინდა მჯეროდეს, რომ ის შედეგი არ დადგება, რაც როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში დგება ხოლმე",- წერს მამულაშვილი. შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ხაბეიშვილმა არჩევნებში ხმების 52,58% მიიღო, რითაც თავმჯდომარეობისთვის ბრძოლაში ნიკა მელია, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე დაამარცხა.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)