|
2023-01-27 23:55:24, 1503 ნახვა
პოლიტიკა
მუმლაძე - პარტიის უსუსური მდგომარეობა, გულწრფელი ადამიანების დეფიციტმა გამოიწვია
გულწრფელი ადამიანების დეფიციტმა გამოიწვია ნაცმოძრაობაში ეს უსუსური მდგომარეობა, რაც ახლა პარტიას აქვს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, პარტიის მოქმედი თავჯდომარე არ მოქმედებს საკმარისად. აქედან გამომდინარე მუმლაძემ მხარდამჭერებს შესთავაზა, რომ დაუჭირონ მხარი, რათა გულწრფელად დაიწყოს ცვლილებები "ნაციონალურ მოძრაობაში". "გულწრფელი ადამიანების დეფიციტმა გამოიწვია ნაცმოძრაობაში ეს უსუსური მდგომარეობა, რაც ახლა პარტიას აქვს. ამიტომ ვთავაზობ ჩემს მხარდამჭერებს, დამიჭირეთ მხარი და ვიბრძოლოთ გულწრფელად. მათ შორის, ერთი ხმისთვის. ნუგზარ ფუტკარაძე რომ მოკლა რეჟიმმა ბათუმში, სრულიად საკმარისი იყო, რომ ხელისუფლება შეგვეცვალა, თუ ჩვენ ვიმოქმედებდით. ადამიანი სიკვდილი არ უნდა შერჩეს ხელისუფლებას სკამისთვის. რომ ვერ იმოქმედა ოპოზიციამ, მათ შორის ნიკა მელიას მივმართავ, ეს არის ჩვენი სირცხვილი და მთელი ოპოზიციის სირცხვილი", - განაცხადა მუმლაძემ. შეგახსენებთ, პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების დღედ 2023 წლის 28-29 იანვარი განისაზღვრა, პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი იბრძოლებენ.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)