|
2023-01-27 23:21:49, 1507 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - არც ბოღმას დავიტოვებ გულში და არც რაიმე პირადი წყენები მაქვს, მე მათ ვუწვდი ხელს, ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ
მე არავიზე ნაწყენი არ ვარ, მინდა ყველას ვუთხრა, რომ მე არც ბოღმას დავიტოვებ გულში და არც რაიმე პირადი წყენები მაქვს, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში. მისივე თქმით, მისი ოპონენტი საუბრობს, რომ ვიღაცეებზე ნაწყენია და არჩევნების დასრულების შემდეგ პარტიიდან გააგდებს. მან დასძინა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში მსგავსი არ მოხდება, ვინაიდან ბევრად მნიშვნელოვანი ქვეყნის მომავალია, ამიტომ ის ხელს უწვდის ყველა თანაპარტიელს რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლაში. "ჩემი ოპონენტი საუბრობს, რომ ვიღაცას გააგდებს, რომ არ უნდა ბოტკოველი, არ უნდა კირკიტაძე, ლევან ვაშალომიძე, ვიღაცა თურმე ნაწყენია გენერალ ჯანაშიაზე, უკაცრავად, მე არავიზე ნაწყენი არ ვარ, მინდა ყველას ვუთხრა, რომ მე არც ბოღმას დავიტოვებ გულში და არც რაიმე პირადი წყენები მაქვს, ჩემთვის ბევრად მნიშვენლოვანია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავალი, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებში გავიმარჯვებ. დღეს ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მე მათ ვუწვდი ხელს რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ", - განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების დღედ 2023 წლის 28-29 იანვარი განისაზღვრა, პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი იბრძოლებენ.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)