|
2023-01-26 12:28:56, 808 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, მისი დაშანტაჟება შეუძლებელია
არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, მისი დაშანტაჟება შეუძლებელია,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი CS Victims-ის მიერ გავრცელებულ სტატიას, სადაც ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში პოლიტიკურ ზეწოლას ადასტურებს. მისი თქმით, იყო და არის იმის მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ ხელისუფლებაში დაბრუნდეს და გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც ე.წ. გლობალური ომის პარტიის ინტერესებში შედის. „იყო და არის იმის მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ ხელისუფლებაში დაბრუნდეს და შემდგომ მან გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც ე.წ. გლობალური ომის პარტიის ინტერესებში შედის და საქართველო ჩაერთოს ომში, გაიხსნას მეორე ფრონტი, რაზედაც იყო შესაბამისი ზეწოლა. სწორედ ამ ზეწოლაზე საუბრობენ ადვოკატები და ამაზე ადრეც იყო არაერთი განცხადება გაკეთებული... ომის დაწყების შემდგომ არის არაფორმალური მცდელობა დასანქცირების. ეს კარგად ახსნეს ივანიშვილის ადვოკატებმა, არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, მისი დაშანტაჟება შეუძლებელია“,- განაცხადა მათიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მედიაში ცოტახნის წინ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლების მიერ საერთაშორისო პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში პოლიტიკურ ზეწოლას ადასტურებს. მისი თქმით, ბანკი ქმნიდა მოლაპარაკებების ილუზიას და ბანკის წარმომადგენლები მასზე პოლიტიკურ ზეწოლას განაგრძობდნენ.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)