|
2023-01-25 15:33:37, 978 ნახვა
პოლიტიკა
წაიკითხეთ ჩემი ყველა განცხადება სრულად და ორიგინალში - კასიანოვი „ქართულ ოცნებას“ პასუხობს
თუ შეიძლება წაიკითხეთ ჩემი ყველა განცხადება სრულად და ორიგინალში,- ასე გამოეხმაურა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი „ქართული ოცნების“ კრიტიკას. მისი თქმით, აღნიშნული გაუგებრობა იმიტომ ხდება, რომ მისი ზოგიერთი განცხადება კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვრცელდება. "თუ შეიძლება წაიკითხეთ ჩემი ყველა განცხადება სრულად და ორიგინალში. ჩნდება გაუგებრობები, როდესაც ზოგიერთი ციტატა კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვრცელდება. ასე რომ, წაიკითხეთ ჩემი ინტერვიუ სრულად, ორიგინალში და მიიღებთ ყველა პასუხს როგორ ერთ, ისე მეორე საკითხზე. ინტერვიუს 90% მიძღვნილი იყო იმ საქმეებისადმი, რომლებსაც ჩვენ ერთად ვაკეთებთ. გავრცელებული განცხადებები იყო თუ არა სპეკულაცია, ამას ვერ გეტყვით. შევხვდები მთავრობის წარმომადგენლებს და ყველაფერს განვიხილავთ",- განაცხადა კასიანოვმა. ცნობისთვის, გუშინ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენები აღდგენის შემთხვევაში, უკრაინა საქართველოდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას არ გამორიცხავს. აღნიშნულ განცხადებას მმართველი გუნდის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)