|
2023-01-24 00:11:18, 1065 ნახვა
პოლიტიკა
კირბი - იმის თქმა, რომ ალიანსში მიმდინარე ტანკების შესახებ დისკუსია, ნატოში განხეთქილებას იწვევს, უბრალოდ გადაჭარბებულია
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ, უარყო მოსაზრება, რომ გერმანიის გადაუწყვეტლობა უკრაინას მოწინავე სამხედრო ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით ნატოში განხეთქილებას იწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. მისივე თქმით, ზოგიერთი დასავლელი მოკავშირე აგრძელებს ზეწოლას გერმანიაზე, რათა დაუშვას მისი თანამედროვე Leopard 2 საბრძოლო ტანკები უკრაინაში, ჯერ-ჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. კირბიმ დასძინა, რომ ნატო არასდროს ყოფილა ისე მტკიცედ გაერთიანებული, როგორც ეს გასულ წელს უკრაინის ომის დროს იყო, მაგრამ აღნიშნა, რომ ალიანსი ყველა გადაწყვეტილების თითოეულ ასპექტზე ყოველთვის ვერ შეთანხმდება. იმის თქმა, რომ ალიანსში მიმდინარე ტანკების შესახებ დისკუსია, ნატოში განხეთქილებას იწვევს ან საფრთხეში აყენებს უკრაინაში ეროვნულ უსაფრთხოებას, უბრალოდ გადაჭარბებულია“, - განაცხადა კირბიმ.
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)