|
2023-01-23 21:09:18, 916 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - კარგია, რომ პრეზიდენტმა სათანადო განცხადება გააკეთა და აღიარა, რომ საქართველოს მეშვეობით სანქციებისთვის გვერდის ავლა არ ხდება
კარგია, რომ პრეზიდენტმა სათანადო განცხადება გააკეთა და აღიარა, რომ საქართველოს მეშვეობით არ ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მოთხოვნით, რომ ხელისუფლებამ სათანადოდ უპასუხოს ბრალდებებს სანქციების გვერდის ავლის საკითხზე, ხაზი ესმევა, თითქოს ეს ბრალდებები რელევანტურია, რაც არასწორია. „როდესაც დღის წესრიგში დგება მოთხოვნა, რომ ხელისუფლებამ სათანადოდ უპასუხოს ბრალდებებს სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, ამით თითქოს ხაზი ესმევა ამ ბრალდებების რელევანტურობას, რაც არასწორია. ჩვენ დაგვჭირდა კიდევ ერთხელ შესაბამისი ფაქტების გასაჯაროება და კარგია, რომ პრეზიდენტმა სათანადო განცხადება გააკეთა ამ თემასთან დაკავშირებით და აღიარა, რომ საქართველოს მეშვეობით არ ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა. ეს განცხადება შესაბამისად ჩვენთვის არის მისასალმებელი“, – განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გააკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიზანმიმართული მცდელობებია პრეზიდენტის განცხადებების არასწორი გავრცელების და ხალხის შეცდომაში შეყვანის. გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღევანდელ მოცემულებაში, როცა ქვეყნის მიმართ ისმის ბრალდებები, თითქოსდა საქართველოს ტერიტორია გამოყენებულია სანქციებისგან თავის არიდებისთვის, საჭიროა, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა ქვეყნის რეპუტაცია ეფექტიანად იყოს დაცული.
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)