16:37 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-22 16:22:18, 976 ნახვა

პოლიტიკა
ენმ-ის კასპის რაიონულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არჩევნებში მხარს ნიკა მელიას უჭერენ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კასპის რაიონული ორგანიზაცია პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მხარს ნიკა მელიას უჭერს. ამის შესახებ პარტიის წევრებმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

მათი თქმით, მელიას არჩევნებში კასპიდან არა მხოლოდ ორგანიზაციის წარმომადგენლების, არამედ ენმ-ის ამომრჩევლების სრული მხარდაჭერა აქვს.

"არ იყო დრო, როდესაც პარტიაში თავმჯდომარის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. მაშინ, როდესაც ქვეყანაში არაერთი გამოწვევაა, მაშინ, როდესაც მესამე პრეზიდენტის თავისუფლებისა და ჯანმრთელობისთვის გვქონდა საბრძოლი, არ იყო დრო იმის, რომ პარტიაში ჩატარებულიყო შიდა თავმჯდომარის არჩევნები. თუმცა დგას ის რეალობა დღის წესრიგში, რომ ჩვენ ამ ბრძოლის ველზე უნდა გავიდეთ და შესაბამისად, ჩვენი რაიონული ორგანიზაცია, თითოეული აქტივი, თითოეული ამომრჩეველი სრულად მხარს ვუჭერთ ამ არჩევნებში ნიკა მელიას", - განაცხადეს ბრიფინგზე.

შეგახსენებთ„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. პარტიის არჩევნებში, რომელშიც მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, კენჭს ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იყრიან.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics