|
2023-01-21 13:41:20, 1442 ნახვა
საზოგადოება
იანვრის შეთავაზებები „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს და იაპონური ბრენდის ავტომფლობელებისთვის 2023 წელსაც საინტერესო და მრავალფეროვანი შეთავაზებებით იწყებს. 17 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით ფიზიკური პირებისთვის მოქმედებს აქცია, რომლის ფარგლებშიც, სერვისზე წინასწარი ჩაწერის შემთხვევაში, მომხმარებლები მიიღებენ 30% ქეშბექს სხვადასხვა პროდუქტზე. გარდა ამისა, განსაკუთრებული შეთავაზება მოქმედებს მათთვის, ვისაც Toyota C-HR-ის შეძენა სურს. დასაჩუქრდით Toyota C-HR-ის შეძენისას თუ ამ გამორჩეულ ავტომობილს 17 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით შეიძენთ,, შესაძლებლობა გექნებათ, აირჩიოთ საჩუქარი: TOYOTA CASCO-ს 1-წლიანი დაზღვევა ან 4 ცალი ზამთრის საბურავი. აღნიშნული შეთავაზებით ფიზიკური პირები ისარგებლებენ. Toyota C-HR - ეს არის ურბანული ქროსოვერი, რომელიც აკმაყოფილებს ქალაქის ყველა მოთხოვნას. მოდელი გამოირჩევა ორიგინალური დიზაინით, ეკონომიურობითა და კომფორტით. მათთვის კი, ვინც უკვე ფლობენ იაპონური ბრენდის ავტომობილებს, „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ 17 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით 30%-იანი ქეშბექი მოქმედებს შემდეგი პროდუქტების შეძენისას: საბურავები - რადგან ჰაერის ტემპერატურა უკვე ჩამოსცდა 0 C°-ს, აუცილებელია, რომ ასეთი ამინდის პირობებში ზამთრისათვის შესაბამისი საბურავებით გადავადგილდებოდეთ. „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ უმაღლესი ხარისხის საბურავების შეძენის შემთხვევაში გადახდილი თანხის 30% უკან დაგიბრუნდებათ ქეშბექის სახით. აქციით სარგებლობისთვის საჭიროა სერვისზე წინასწარი ჩაწერა. აკუმულატორები - შეთავაზებით ისარგებლებთ ასევე „ტოიოტას“ ორიგინალი აკუმულატორების შეძენისას. ტემპერატურის ცვლილება გავლენას ახდენს აკუმულატორებზეც, ამიტომ რეკომენდებულია მათი დიაგნოსტირება. წინასწარი ჩაწერის შემთხვევაში მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, აკუმულატორის რესურსი უფასოდ შეამოწმონ, ხოლო შეცვლის საჭიროების შემთხვევაში შეიძინონ „ტოიოტას“ ორიგინალი აკუმულატორი და მიიღონ 2-წლიანი უპირობო გარანტია. გადახდილი თანხის 30% კი ქეშბექის სახით უკან დაიბრუნონ. ანტიფრიზი - ზამთრის დადგომასთან ერთად, მნიშვნელოვანია ანტიფრიზის დონის შემოწმებაც. „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ ქეშბექის აქცია მოქმედებს ანტიფრიზის შეძენის შემთხვევაშიც. გადახდილი თანხის 30% ნათურებისა და მინისმწმენდების ყინვაგამძლე სითხის შეძენის დროსაც დაგიბრუნდებათ. „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შეთავაზებებით სარგებლობისას სერვისცენტრებში თქვენს ავტომობილზე პროფესიონალი, სერტიფიცირებული მექანიკოსები იზრუნებენ. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება მთლიანად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)