|
2023-01-20 21:20:53, 909 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი - ახალი სამხედრო დახმარება უკრაინას მისცემს შესაძლებლობას წარმართოს შეტევები ტერიტორიების დასაბრუნებლად
რუსეთი ემზადება ახალი შეტევებისთვის, ამიტომ სასწრაფოდ საჭიროა მხარდაჭერის გაზრდა, რათა უკრაინას გამარჯვების და ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნების შესაძლებლობა მიეცეს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგი უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ფაქტი, რომ უკრაინას ასობით ახალი ქვეითი საბრძოლო მანქანა, ჯავშანტექნიკა და საბრძოლო ტანკი მიეწოდება, ეს ქვეყანას მისცემს საშუალებას, არა მხოლოდ დაიცვას საკუთარი თავი რუსეთის შეტევებისგან, არამედ თავად განახორციელოს შეტევა ტერიტორიების დასაბრუნებლად. მივესალმები რამშტეინში გამოცხადებულ საბრძოლო შესაძლებლობების მნიშვნელოვან ახალ პაკეტს უკრაინის თავდაცვისთვის. რუსეთი ემზადება ახალი შეტევებისთვის, ამიტომ სასწრაფოდ საჭიროა მხარდაჭერის გაზრდა, რათა უკრაინას გამარჯვების და ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნების შესაძლებლობა მიეცეს. იმ ფაქტს, რომ ასობით ახალი ქვეითი საბრძოლო მანქანა, ჯავშანტექნიკა და საბრძოლო ტანკი მიეწოდება უკრაინას, ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება... ეს მხარდაჭერა უკრაინელებს საშუალებას მისცემს არა მხოლოდ დაიცვან თავი რუსეთის ახალი შეტევებისგან, არამედ, განახორციელონ საკუთარი შეტევა ტერიტორიების დასაბრუნებლად“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)