|
2023-01-19 13:48:13, 1087 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე რუსეთთან ფრენების აღდგენაზე - ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის კარგიც იყოს
მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, ეს შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის კარგიც იყოს,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახი კალაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლებას მალე შეძლებს. მისი თქმით, რუსეთში და პირდაპირი ფრენები ადამიანებს თუნდაც მიმოსვლაში დაეხმარება. „ამასთან დაკავშირებით მე განცხადება უკვე გავაკეთე. თქვენ იცით, რომ ფრენები ცალმხრივად იყო შეზღუდული, საქართველო სანქცირებული იყო. თუ მათი [რუსეთის] მხრიდან ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, ეს შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის კარგიც იყოს. კარგი იმ თვალსაზირისითაც, რომ რუსეთში მილიონამდე ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში და პირდაპირი ფრენები ადამიანებს თუნდაც მიმოსვლაში დაეხმარება“,- განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება. ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს გამოსცა. ამის მიზეზი კი, საქართველოში 2019 წლის ივნისში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციები გახდა.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)