18:29 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-18 22:39:08, 806 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი - თუ გვსურს მოლაპარაკებების მაგიდასთან გადანაცვლება, უკრაინას მეტი იარაღი უნდა მივაწოდოთ

უკრაინას სჭირდება იარაღის "მნიშვნელოვანი ზრდა" რუსეთის შემოჭრის გადამწყვეტ მომენტში, ასეთი მხარდაჭერა არის ერთადერთი გზა მოლაპარაკებების გზით მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ. განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Reuters-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, თუ არსებობს სურვილი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადანაცვლების და მშვიდობიანი გზით ომის დასრულების, პარტნიორებმა უკრაინას მეტი იარაღი უნდა მიაწოდონ.

"ეს ომის გადამწყვეტი მომენტია და დგას უკრაინისთვის გაძლიერებული მხარდაჭერის საჭიროება. თუ გვსურს ხვალ მოლაპარაკებების მაგიდასთან გადავინაცვლოთ და მშვიდობიანი გზით მივიღოთ გადაწყვეტილება, დღეს მეტი იარაღი უნდა მივაწოდოთ უკრაინას". - განაცხადა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, 20 იანვარს გერმანიაში გაიმართება შეხვედრა, რომელსაც 50 ქვეყნის თავდაცვის ლიდერი დაესწრება. შეხვედრაზე გადაწყდება გადასცემს, თუ არა გერმანია უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკებს.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics