|
2023-01-18 18:10:10, 958 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის ხელისუფლებამ ეროვნული პოლიციის უფროსი იგორ კლიმენკო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნა
უკრაინის ხელისუფლებამ ეროვნული პოლიციის უფროსი იგორ კლიმენკო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ავრცელებს. შმიგალის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი განშტოებაა და ყველა პროცესზე კონტროლის შესანარჩუნებლად უნდა იყოს შენარჩუნებული საჭირო პროტოკოლები. "პარლამენტთან განხილვის შემდეგ იქნება წინადადება დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ. მთავრობამ იგორ კლიმენკო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ და უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსად დანიშნა. და მას მიანდო შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი განშტოებაა და შესაბამისად, ყველა პროცესზე კონტროლის შესანარჩუნებლად საჭირო პროტოკოლები არსებობს.", - განაცხადა შმიგალმა. შეგახსენებთ, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, და მისი პირველი მოადგილე ევგენი იენინი, ასვე შსს-ს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი დღეს კიევის ოლქში, ქალაქ ბროვარში ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)