|
2023-01-18 15:54:39, 1783 ნახვა
კომენტარი
ლავროვმა რუსები ებრაელებს, დასავლეთი კი ჰიტლერსა და ნაპოლეონს შეადარა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსები ებრაელებს შეადარა, დასავლეთი კი ჰიტლერსა და ნაპოლეონს. ლავროვის თქმით, ზოგიერთ პუბლიკაციაში პოლიტოლოგები "რუსეთის დეკოლონიზაციაზე" ფიქრობენ, რადგან "ის მათზე ძლიერია და ერევა". „როგორც ნაპოლეონმა პრაქტიკულად მთელი ევროპა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მოაბილიზა, როგორც ჰიტლერმა ტყვედ ჩაიგდო ევროპის ქვეყნების უმეტესობა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მოაბილიზა, ახლა აშშ-მ მსგავსი კოალიცია შექმნა. ნატო-ს ნაწილი და ევროკავშირის წევრი ევროპელები იგივე ამოცანით არიან - „რუსული საკითხის“ საბოლოო გადაწყვეტა. როგორც ჰიტლერს სურდა საბოლოოდ გადაეჭრა „ებრაული საკითხი“, ახლა თუ წაიკითხავთ დასავლელ პოლიტიკოსების განცხადებებს, არა მხოლოდ პოლონეთიდან და ბალტიისპირეთიდან, ისინი ცალსახად ამბობენ, რომ რუსეთმა სტრატეგიული მარცხი უნდა განიცადოს",- განაცხადა ლავროვმა. შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ზელენსკი „ებრაული სისხლის“ გამო ჰიტლერს შეადარა. ლავროვის განცხადებას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და ქვეყანაში რუსეთის ელჩი დაიბარა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)