|
2023-01-17 15:50:11, 1526 ნახვა
ეკონომიკა
თბილისის მეტროს მოდერნიზაციისთვის საქართველო EBRD-სგან დაახლოებით, 55.6 მილიონ ევროს მიიღებს
საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის, ხელი მოეწერა შეთანხმებებს, რომელიც ითვალისწინებს თბილისის მეტროს მოდერნიზაციას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტმა, მარკ ბოუმენმა, რომელიც საქართველოში კავკასიური ტურნეს ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. დაახლოებით, 55.6 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოხმარდება თბილისის მეტროს სადგურების რეაბილიტაციასა და მეტროს ესკალატორების განახლებას. "პროექტის განმახორციელებელი იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტი პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში მარკ ბოუმენი საქართველოში იმყოფება აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ბანკის მმართველ დირექტორთან, მატეო პატრონესთან ერთად. ვიზიტს 2022 წლის სექტემბერში წინ უძღვოდა EBRD-ის პრეზიდენტის, ოდილ რენო-ბასოს შეხვედრები თბილისში. ამჟამად, ვიზიტის მიზანია მომავალი პროექტების განხილვა, როგორც კერძო, ასევე, საჯარო სექტორში",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)