20:18 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-17 12:11:16, 1414 ნახვა

სამართალი
სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე ან გათავისუფლებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობას განიხილავს. სასამართლო პროცესზე ფიზიკურად დასწრების სურვილი გამოთქვა თავად მიხეილ სააკაშვილმა, თუმცა როგორც მოსამართლე გიორგი არევაძემ განაცხადა, პენიტენციურმა სამსახურმა და კლინიკა "ვივამედმა" ექსპრეზიდენტს სხდომაზე დასასწრებად ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ მისცეს.

სასამართლო პროცესზე დღეს ნობელის პრემიის ლაურეატი ექიმი ჯეიმს კობი დაიკითხება. გარდა ამისა, როგორც მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს პროცესის დაწყებამდე განუცხადა, დაცვის მხარე, მოწმეთა დაკითხვის რეგლამენტის განსაზღვრის მიზნით, შუამდგომლობის დაყენებას აპირებს. 

"დავაყენებთ შუამდგომლობას - ეს არის საქმის წარმოების ინგლისური მოდელი, როდესაც მხარეები თანხმდებიან და მოსამართლე ამას აკმაყოფილებს, რომ შევიზღუდოთ გარკვეულად დროში. ამასთან დაკავშირებით პროცესზე ვიმსჯელებთ. მე ვფიქრობ, რომ თითო მოწმის დასაკითხად უნდა გამოიყოს ერთი საათი. ეს დააჩქარებს პროცესებს და რამდენიმე დღეში სხდომები დამთავრდება... დღეს დაიკითხება კობი და თუ დრო დაგვრჩება, ვგეგმავთ კიდევ ორი მოწმის დაკითხვას", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics