01:21 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-14 17:03:05, 1733 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი სუნაკს - მადლობა იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომელიც გაგვაძლიერებს ბრძოლის ველზე

მადლობა იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომელიც არა მხოლოდ გაგვაძლიერებს ბრძოლის ველზე, არამედ სწორ სიგნალს გაუგზავნის სხვა პარტნიორებს,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლიდიმირ ზელენსკი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას უკრაინას Challenger 2 ტანკები და დამატებით საარტილერიო სისტემები გადასცეს.

ზელენსკის თქმით, დიდი ბრიტანეთის ყოველთვის ძლიერი მხარდაჭერა ახლა შეუღწევადია და ყოველთვის მზადაა გამოწვევებისთვის.

„დიდი ბრიტანეთის ყოველთვის ძლიერი მხარდაჭერა ახლა შეუღწევადია და ყოველთვის მზადაა გამოწვევებისთვის. პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან სატელეფონო საუბარში, მე მას მადლობა გადავუხადე იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომელიც არა მხოლოდ გაგვაძლიერებს ბრძოლის ველზე, არამედ სწორ სიგნალს გაუგზავნის სხვა პარტნიორებს",- წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, ცოტახსნის წინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინას Challenger 2 ტანკებს და დამატებით საარტილერიო სისტემებს გადასცემს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics