01:21 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-14 12:40:50, 1603 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის დაზვერვა - რუსეთი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო აცხადებს, რომ რუსეთი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება და ეკონომიკა „სამხედრო რელსებზე“ გადაჰყავს.

მათივე ცნობით, ამ ზომების მიზანია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების პოტენციალის გაძლიერება და პირობების შექმნა ოპერაციების ჩასატარებლად, რომელიც ომის დასაწყისში დაიგეგმა, მაგრამ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ წარუმატებლად განხორციელდა

„პუტინის მიერ მიღებული ზომები რუსეთის ფედერაციის ეკონომიკისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის რეორგანიზაციისთვის მოწმობს, რომ რუსეთი საომარ მდგომარეობაში გადასასვლელად ემზადება. ამ ზომების მიზანია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების პოტენციალის გაძლიერება და პირობების შექმნა ოპერაციების ჩასატარებლად, რომელიც ომის დასაწყისში დაიგეგმა, მაგრამ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ წარუმატებლად განხორციელდა. ოკუპანტი ქვეყნის მცდელობები მოიზიდოს ყველა სამხედრო რესურსი უკრაინაში ომის გასაგრძელებლად და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გერასიმოვის საოკუპაციო ძალების ახალ მეთაურად დანიშვნა არა მხოლოდ რუსეთის სამხედრო წარუმატებლობას მოწმობს, არამედ ფართომასშტაბიანი გრძელვადიანი ომის გასაგრძელებლად რუსეთის ფედერაციის მზადებასაც ადასტურებს”,- აცხადებენ დაზვერვაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics